გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოში 20 თებერვლიდან გამოიდარებს

18-02-2019

20 თებერვლიდან საქართველოში გამოიდარებს და ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის ინფორმაციით, 19 თებერვლის ჩათვლით საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში და მთაში მოსალოდნელია თოვა.


„დღეს, ხვალ და ზეგ შენარჩუნდება ქარი როგორც დედაქალაქში ასევე საქართველოს სხვა რაიონებში. ტემპერატურა დაბლობში დღისით 3 - 8 გრადუსის ფარგლებში, ხოლო ღამით 0- +5 გრადუსის ფარგლებში იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. აგარა-გორის მონაკვეთზე მოსალოდნელია თოვლჭყაპი. მაღალ მთაში მოსალოდნელია ძლიერი ქარბუქი. 20 თებერვლიდან გამოიდარებს და რამდენიმე დღის განმავლობაში შედარებით მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება, თუმცა ღამის განმავლობაში დაბლობში ტემპერატურა 0 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში -5 გრადუსის ფარგლებში იქნება“, - განაცხადეს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურში.


ინტერპრესნიუსი



ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031