18-02-2019
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებისას მოქმედი 10-ლარიანი ჯარიმა იზრდება და განისაზღვრება 50 ლარით.
ცვლილება შეეხება როგორც დედაქალაქს, ისე - რეგიონებსაც.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ცვლილებების პროექტს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს განიხილავენ.