გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენაკის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველ ოჯახებს სამშენებლო მასალებს გადასცემენ

18-02-2019

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გადასახური მასალებით დახმარების პროგრამის ფარგლებში წარდგენილი განცხადებების განხილვის მიზნით შექმნილი კომისიის სხდომა გაიმართა.


კომისიის წევრებმა, რომელთა შემადგენლობაში კომისიის თავმჯდომარე - სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მერიის და საკრებულოს წევრები არიან, განიხილეს კომისიის მიერ შესწავლილი განცხადებები და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გადასაცემი საცხოვრებელი სახლების სახურავების სარეაბილიტაციო მასალების რაოდენობა დააზუსტეს.


პროგრამის ფარგლებში გადასაცემი გადასახური მასალა ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე იქნება შეძენილი. პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით 70 სოციალურად დაუცველი მოქალაქის საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930