გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
პოლიციამ მეტროსადგურში ”თავისუფლების მოედანი” 2 პირი დააკავა

29-01-2018

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეტროსადგურში ”თავისუფლების მოედანი” 2 პირი დააკავა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული პირები საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლებით (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) არიან დაკავებულები. 

”საპატრულო პოლიციამ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა), დააკავა 2 მოქალაქე, რომლებიც მეტროპოლიტენში არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, მათ შორის იყენებდნენ უცენზურო სიტყვებს”, - აცხადებენ შსს-ში. 

მეტროსადგურ ”თავისუფლების მოედანზე” დაკავების ამსახველი ვიდეომასალა გუშინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა. 


ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031