გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის საქალაქო სასამართლო მოქალაქეებს უფასო იურიდიულ კონსულტაციას სთავაზობს

18-02-2019

თბილისის საქალაქო სასამართლო მოქალაქეებს უფასო იურიდიულ კონსულტაციას გაუწევს

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, 2019 წლის 24 თებერვალს, 11:00 საათიდან ყველა დაინტერესებულ პირს პირველად მიეცემა შესაძლებლობა, სასამართლოსგან მიიღოს კვალიფიციური სამართლებრივი დახმარება სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის მიმართულებით.


უფასო იურიდიული კონსულტაციის ფარგლებში დაინტრესებულ პირებს მიეწოდებათ ინფორმაცია:

სასამართლოს განსჯადობისა და საკითხის განხილვაზე უფლებამოსილ სუბიექტთა შესახებ;
დავის ალტერნატიული მოგვარების მექანიზმებით განხილვის უპირატესობის შესახებ;
მოწმის, ექსპერტის, ნაფიცი მსაჯულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ;
განრიდების, მედიაციის, საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის არსის შესახებ;
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის სპეციფიკის შესახებ;
გადაწყვეტილების გასაჩივრების წესისა და უფასო იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობის შესახებ;
სამართალწარმოების პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ.


„უფასო იურიდიული კონსულტაციის ფარგლებში გაცემული ინფორმაცია არ შეიძლება ჩაითვალოს, როგორც სასამართლოს პოზიცია კონკრეტულ საქმისწარმოებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, იგი არ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს და არ შეიძლება სამართალწარმოების პროცესში მიეცეს მტკიცებულებითი ძალა.


პროექტი ხორციელდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 11 თებერვლის რეკომენდაციის საფუძველზე“ - წერია სასამართლოს განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930