18-02-2019
მთავრობა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტოს შექმნას გეგმავს, რომელიც მთავრობის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ-ი იქნება. ამას “ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, საკანონმდებლო ინიციატივა განათლების, მეცნირების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მოამზადა.
როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაკვის კომიტეტის სხდომაზე მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანმა განმარტა, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტო ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის - ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის შერწყმის შედეგად შეიქმნება.