18-02-2019
სავალდებულო დაზღვევა საქართველოში რეგისტრირებული ყველა ავტომობილის მფლობელზე გავრცელდება. მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ნათია მიქელაძის განცხადებით, ამ მხრივ გამონაკლისი მხოლოდ დროებით შემოყვანილი, განუბაჟებელი მანქანებია, რომელისთვისაც წლიური სადაზღვევო პრემიის გადასახადი არ იარსებებს.
„პარლამენტს მთვარობამ წარუდგინა საკანონმდებლო პაკეტი. პროექტის გათვალისწინებით, მსუბუქი საავტომობილო საშუალებისთვის დაზღვევის ლიმიტი არის 100-150 ლარამდე; მოტოციკლისთვის, რომლის ძრავის მოცულობა 50 სმ3 არ აღემატება - 75-დან 110-ლარამდე; სატვირთო ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება – 210 - 310 ლარი. სადაზღვევო პრემიები არის წლიური და ავტოსანტრანსპორტო საშუალების მფლობელმა ის წლიურად უნდა გადაიხადოს. კონკრეტული შემთხვევის დადგომის დროს კი, ანაზღაურება შემდეგი ლიმიტით მოხდება - ჯანმრთელობის, ქმედუნარიანობის ან სიცოცხლისთვის მიყენებული ზიანისთვის სადაზღვევო ლიმიტი იქნება 30 000 ლარი, ქონებისთვის მიყენებული ზიანისთვის 25 000 ლარის ფარგლებში“, - განაცხადა ნათია მიქელაძემ.