გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ე.წ. „მატროსოვის ციხის“ პატიმრებს სხვა ციხეში გადაიყვანენ

18-02-2019

ე.წ. მატროსოვის ციხის პატიმრებს სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებაში გადაიყვანენ. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ „მატროსოვი“ ინფრასტრუქტურულად მძიმე მდგომარეობაშია და მისი სხვა ადგილას გადატანა იგეგმება.


რაც შეეხება იმას, ე.წ. მატროსოვის შენობას დაანგრევენ, თუ არსებული კონსტრუქციის რეაბილიტაცია მოხდება, უწყებაში არ აკონკრეტებენ. ხოლო შეკითხვაზე: სად მოხდება იმ მსჯავრდებულების გადაყვანა, რომლებიც სასჯელს №9 დაწესებულებაში იხდიან, პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული საკითხი „ამ ეტაპზე დამუშავების პროცესშია“.


სასჯელაღსრულების №9 დაწესებულებაში, იგივე „მატროსოვის ციხეში“, რომლის ძირითადი ნაწილი ნახევრად ღია ზონას წარმოადგენს, სასჯელს ძალოვანი უწყების თანამშრომლები და სამოხელეო დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები იხდიან, მათ შორის ბაჩო ახალაია, ვანო მერაბიშვილი, გოგა ონიანი, ირაკლი ფირცხალავა. ე.წ. მატროსოვის ციხეშია მოთავსებული დეკანოზი გიორგი მამალაძეც.


ინტერპრესნიუსი



ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031