18-02-2019
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულა. მინისტრის თქმით, გიორგი მამალაძეს პალატაში ესაუბრა,. სერგეენკოს განცხადებით, დეკანოზი კონტაქტური და ადეკვატურია.
„მე მქონდა შეხვედრა, როგორც მკურნალ ექიმთან, ასევე სპეციალისტებთან და ვინახულე პაციენტი. დეტალებს ვერ მოგახსენებთ, თუმცა ის არის კონტაქტური, ადეკვატური და ხანმოკლე გასაუბრებაც მქონდა პალატაში. რაც შეეხება მისი დიაგნოსტიკის და მკურნალობის გეგმას, ჩაუტარდა კვლევა, უახლოეს საათებში იქნება საბოლოოდ ამ კვლევის შედეგები და ამის მიხედვით მოხდება გადაწყვეტყილების მიღება. ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია“ - განაცხადა მინისტრმა.
N9 პენიტენციური დაწესებულებიდან დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში 15 თებერვალს თავის ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევის დიაგნოზით გადაიყვანეს.