გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცემენტის 29 ნიმუშიდან 14-მა ტესტირება ვერ გაიარა

19-02-2019

„საქართველოს ცემენტის ასოციაციის“ მიერ ჩატარებული მეექვსე ფარული ტესტირების შედეგების მიხედვით, ადგილობრივად წარმოებული შეფუთული ცემენტის 29 სახეობიდან მხოლოდ 15-მა პროდუქტმა, ანუ 52%-მა დააკმაყოფილა ევროპული EN197-1 სტანდარტი, აქედან ხუთი საქართველოს ცემენტის ასოციაციის წევრთა პროდუქციაა.


2019 წლის იანვარში შემოწმებული 29 ნიმუშიდან თოთხმეტმა ვერ გადალახა ბარიერი, აქედან შვიდმა კი შეფუთვაზე დატანილ მაჩვენებელზე კრიტიკულად დაბალი შედეგი აჩვენა.


„აღსანიშნავია, რომ შედეგები გაუმჯობესდა 2018 წლის ნოემბრის ტესტირების შემდეგ, როცა 36 ნიმუშიდან მხოლოდ 13-მა გადალახა სტანდარტით გათვალისწინებული ბარიერი (36%). საქართველოს ცემენტის ასოციაციის ფარული ტესტირება პოზიტიურ ეფექტს ქმნის საქართველოს ცემენტის ბაზარზე, რისი დასტურიცაა 2019 წლის იანვრის ფარული ტესტირების რეკორდული მაჩვენებელი. შემოწმებული ცემენტის სახეობების 52 %-მა დააკმაყოფილა ევროპული სტანდარტი EN197-1. ცემენტის მწარმოებელი კომპანიების გარკვეულმა ნაწილმა ეტაპობრივად გააუმჯობესა მათი პროდუქციის ხარისხი, ხოლო დანარჩენმა კომპანიებმა პოზიტიური შედეგები პირველად აჩვენეს.


იმ კომპანიებმა, რომლებმაც გარკვეული დროის მანძილზე დააკმაყოფილეს ევროპული სტანდარტით გათვალისწინებული მოთხოვნები, შესაძლებლობა აქვთ გახდნენ საქართველოს ცემენტის ასოციაციის წევრები,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.


ინტერპრესნიუსი



ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930