გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ექიმი: დეკანოზ გიორგი მამალაძეს ინსულტი არ დაუდასტურდა

19-02-2019

მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ინსულტი არ დაუდასტურდა, - ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკის გენერალური დირექტორის მოადგილე მარინა გელანტიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


ექიმის ინფორმაციით, ზუსტი დიაგნოზის დასადგენად პაციენტისთვის დამატებითი კვლევების ჩატარება გადაწყდა, რომელიც განსაზღვრავს მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას.


„გუშინ საღამოს ჩატარდა კონსილიუმი. კონსილიუმში ჩვენი კლინიკის ექიმებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს რესპუბლიკაში ამ დარგში ცნობილმა სპეციალისტებმა. მათ შეაფასეს პაციენტის მდგომარეობა და დღემდე განხორციელებული კვლევები და გამოკვლევები. ამ ეტაპისთვის ინსულტი არ იქნა დადასტურებული. პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით, დამატებითი კვლევების ჩატარება გადაწყდა, რომელიც განსაზღვრავს მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას.


მკურნალობა მიმდინარეობს სტანდარტულად, ასევე მიმდინარეობს დაკვირვება დინამიკაში. ამ კვლევების შედეგებს დამატებით მოგახსენებთ. ტარდება ინსტრუმენტული გამოკვლევები, ფუნქციური ენცეფალოგრამა და ნეიროფიზიოლოოგიის დამადასტურებელი კვლევები.


ამჟამად პაციენტის მარჯვენა ხელ-ფეხის მოქმედება პარალიზებულია, თუმცა თავად კონტაქტურია და ადეკვატურია“, - განაცხადა მარინა გელანტიამ.


ინტერპრესნიუსი



ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031