გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაღალმთიანი აჭარის სოფლებში თოვლის სიმაღლემ ნახევარ მეტრს მიაღწია

19-02-2019

მაღალმთიან აჭარაში მოთოვა. თოვლის საფარმა მაღალი ზონის სოფლებში ნახევარ მეტრს მიაღწია.


ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ბერიძის ინფორმაციით, ადმინისტრაციულ ერთეულებში მისასვლელი გზა გაწმენდილია.


მიმდინარეობს შიდა საუბნო გზების გაწმენდა, შეფერხებები არ არის ენერგო მომარაგებაშიც.


სოფელ ღურტასა და დიოკნისეს საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი, აღსაზრდელების გამოუცხადებლობის გამო შეწყდა. შეუფერხებლად მუშაობს 50-ვე საჯარო სკოლა.



ajaratv.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031