19-02-2019
ძლიერი ქარის გამო, თბილის სხვადასხვა რაიონებში შენობები დაზიანდა. დიღმის მასივში, ახმეტელის ქუჩაზე მე-11 სართულიდან აივნის კონსტრუქციის ჩამოვარდნის გამო, ეზოში მდგომი ორი ავტომობილი დაზიანდა. უსაფრთხოების მიზნით, განხორციელდა აივნის დემონტაჟი.
ასევე, სამგორის რაიონში, პოლიციის ქუჩაზე ქარმა საწყობის სახურავი მოგლიჯა, რის გამოც გაზისა და ელექტროგადამცემი მილები დაზიანდა.