19-02-2019
ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოში ძლიერი ქარია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე 20 თებერვლიდან გამოიდარებს. ამასთან, ტემპერატურის რამდენიმე გრადუსით მატებასაც ვარაუდობენ.
ხვალიდან, რამდენიმე დღის განმავლობაში, შედარებით მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება, თუმცა ღამის განმავლობაში დაბლობში ტემპერატურა 0 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში -5 გრადუსის ფარგლებში იქნება.