გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ლუდის კომპანია“ მოსკოვში გამართულ საერთაშორისო გამოფენა Prodexpo 2019-ზე წარსდგა

19-02-2019

სს „ქართული ლუდის კომპანია“ მოსკოვში გამართულ საერთაშორისო გამოფენა Prodexpo 2019-ზე წარსდგა.


გამოფენა რუსეთის დედაქალაქში, 11-15 თებერვალს გაიმართა და მას 97 ქვეყნიდან 61 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა.


Prodexpo 2019-ზე სს "ქართული ლუდის კომპანია” სრული ასორტიმენტით იყო წარმოდგენილი და ლუდებთან ერთად, სტუმრებს ლიმონათის, ნატურალური წვენების: "ჩეროს", „არსი კოლას“ და ცივი ჩაი „ბაიხო“ს დაგემოვნება შეეძლოთ.


გამოფენის პარალელურად ახალი საქმიანი ურთიერთობები დამყარდა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დაისახა.


"Prodexpo 2019-ში მონაწილეობის ძირითადი მიზანი იყო ახალი პარტნიორების მოძიება. როგორც მოგეხსენებათ, ზედაზენი ამ ეტაპზე 40 ქვეყანაში არის წარმოდგენილი, როგორც ლიმონათებით, ისე ლუდებით. გამოფენაზე ჩვენი მიზანი იყო კომპანიის ასორტიმენტის უფრო ფართო მასებისთვის და უცხოელი შემსყიდველებისათვის კიდევ ერთხელ შეხსენება და სიახლეების კარგად გაცნობა. გამოფენის ფარგლებში მოხდა კონტაქტების გაცვლა. ინტერესი იყო არამხოლოდ რუსეთიდან, სადაც ისედაც ვართ წარმოდგენილები, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან. მაგალითისთვის გეტყვით, იყო ინტერესი ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან, კორეიდან და სხვა. ამ ბაზრებზე სს „ქართული ლუდის კომპანია“ მცირე რაოდენობით ვართ წარმოდგენილი, ახალი კონტაქტების დამყარებით კი უახლოეს მომავალში ბაზრების მეტი ინტენსიურობით ათვისება არის დაგეგმილი’’ - აცხადებს სს "ქართული ლუდის კომპანიის" ბრენდ მენეჯერი, მიხეილ ქურდაძე.


აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს Prodexpo საკმაოდ მასშტაბური იყო და მასში 60 ქვეყანას 2270 მეწარმე სუბიექტი წარმოადგენდა.

გამოფენა 1994 წლიდან არსებობს და 25 წლის ისტორია აქვს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930