19-02-2019
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო, ხვალ, 20 თებერვალს საბურთაოლოს რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
„ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის IV კვარტლის, ინტენსიფიკაციის, ჟღენტის, ნუცუბიძის, კაპანელის, ხომლის და ამაშუკელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“ - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.