გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლიტვის პრემიერი: საქართველო ჩვენთვის სამხრეთ კავკასიის რეგიონში უმთავრესი სავაჭრო პარტნიორია

29-01-2018

ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის საულიუს სკვერნელისის განცხადებით, საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში ლიტვისთვის უმთავრესი სავაჭრო პარტნიორია. 
მისივე თქმით, ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში საქართველოს ჩართულობა მისასალმებელია. 

„თქვენო აღმატებულებავ, საქართველოს პრემიერ-მინისტრო, უპირველეს ყოვლისა, ნება მომეცით, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში მოწვევისათვის და იმისთვის, რომ საშუალება მოგვეცა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განგვეხილა ჩვენი რეგიონებისთვის, გვეწარმოებინა ინტენსიური პოლიტიკური დიალოგი ჩვენს ქვეყნებს შორის.
მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო გახლავთ უმთავრესი სავაჭრო პარტნიორი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ლიტვისთვის. ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებული სითბო გაგვაჩნდა თქვენი ქვეყნის მიმართ და ჩვენი საერთო მიდგომები უსაფრთხოებისა და საერთაშორისო საკითხებისადმი, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარება გახლავთ ფუნდამენტური პრინციპები, რომელიც მყარად გვაკავშირებს.
ბოლო პერიოდში, საქართველოს აბსოლუტურად დამსახურებულად უწოდებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერს. ჩვენ საქართველოს ვულოცავთ აღნიშნულ მიდგომებს, ვულოცავთ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს და ასევე, მოხარულები ვართ, რომ საქართველო მაღალ შეფასებას აძლევს ჩვენს ამ მხარდაჭერას. დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო შეინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. მივესალმებით თქვენს აქტიურ ჩართულობას ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში, მივესალმებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმებაზე ხელმოწერას, ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების წარმატებით შესრულებას. ეს გახლავთ საქართველოს მთავრობის მდგრადი ძალისხმევის შედეგი და ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების წარმატებული რეალიზაცია გახლავთ კიდევ ერთი ნაბიჯი ევროპისაკენ. ჩვენ მივესალმებით საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.
ასევე, მე საქართველოს განვიხილავ ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ და სანდო პარტნიორად. ჩვენ განსაკუთრებით მადლიერები ვართ საქართველოს მიერ ნატოს ოპერაციებში პრაქტიკული ჩართულობისათვის, მისიებში თქვენი სამხედრო მოსამსახურეების აქტიური მონაწილეობისათვის და თქვენი შემართება - დაიცვათ საერთაშორისო მშვიდობა, ძალზე მნიშვნელოვანი არგუმენტი უნდა გახდეს საქართველოს ნატოს წევრობის პერსპექტივის თვალსაზრისით.
ჩვენ ურყევად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მკაცრად ვგმობთ რუსეთის მცოცავ ანექსიას საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალში.
ჩვენ ამ საკითხს მუდმივად ვაყენებთ საერთაშორისო ფორუმებზე და ვითხოვთ, რომ რუსეთმა მთლიანად შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმება.
მოხარულები ვართ, რომ სხვადასხვა მიმართულებითაც გვაქვს საუკეთესო თანამშრომლობა, მაგალითად - ტურისტული ნაკადის თვალსაზრისით. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ ქართველი სტუდენტები სწავლობენ ლიტვაში და აინტერესებთ ლიტვური ენა, განსაკუთრებით, ვილნიუსის უნივერსიტეტში ქართული ენის პროგრამის შემოღების შემდეგ. ასევე, დავინახეთ ლიტველების ინტერესი ქართული ენისადმი.
ვენ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ ახლო ურთიერთობებს ჩვენს ქვეყნებს შორის და კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით, თქვენო აღმატებულებავ!“- განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031