20-02-2019
ძველ თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე გუშინდელი ინცინდენტის დროს დაჭრილ კაცს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აგრძლებს მკურნალობას.
გუშინ, ვერცხლის ქუჩაზე სროლისას ზვიად ჯაფარიძე მოკლეს. სწორედ ამ დროს დაჭრეს მეორე მამაკაციც.
არსებული ინფორმაციით, ჯაფარიძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.