გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მძღოლები, რომლებსაც არც ერთი ავარია არ დაუფიქსირდებათ, მანქანის დაზღვევაში 100 ლარზე ნაკლებს გადაიხდიან

20-02-2019

იმ ავტომფლობელებისთვის, რომლებიც წლის განმავლობაში რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევას გამოიწვევენ, მესამე პირის სავალდებულო სადაზღვევო პაკეტის შეძენა გაცილებით ძვირი იქნება. როგორც დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ მომზადებული კანონპროექტი ამოქმედებიდან სამი წლის შემდეგ ე.წ „ბონუს-მალუს“ სისტემის შემოღებას ითვალისწინებს.


„კანონით განსაზღვრულია, რომ ქვეყანაში სამი წლის შემდეგ შესაძლებელია „ბონუს-მალუს“ სისტემის შემოღება. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ მძღოლი რამდენიმე წლის განმავლობაში არ იწვევს ავტოსაგზაო შემთხვევას და არის ე.წ კარგი მძღოლი, მას მოუწევს ბევრად ნაკლები სადაზღვევო პრემიის გადახდა, ვიდრე იმ მძღოლს, რომელიც ხშირად ხვდება ავტოავარიაში.


როგორც იცით, კანონპროექტით გათვალისწინებულია სადაზღვევო პაკეტის წლიური ღირებულების ქვედა და ზედა ზღვარი, რომელიც არ შეიცვლება. ბონუს-მალუს სისტემის მიხედვით კი, თუ მაგალითად, მსუბუქი ავტომობილის მძღოლისთვის სადაზღვევო პაკეტის წლიური ღირებულება 100-დან 150-ლარამდეა, კარგმა მძღოლმა შესაძლოა, 100 ლარზე ბევრად ნაკლები გადაიხადოს, ე.წ. ცუდი მძღოლების სადაზღვევო პრემია კი 150 ლარზე ძვირი ეღირება.“-განაცხადა ირაკლი თუთარაშვილმა.


Bpn.ge



ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930