20-02-2019
40-დღიანი იზოლაციის შემდეგ, დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა ოკუპირებული ახალგორის გამოსასვლელთან არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი გახსნეს. ოკუპირებული ახალგორის დატოვება უკვე შეძლო იძულებით იზოლაციაში მყოფმა ხუთმა ადამიანმა.
არსებული ინფორმაციით, ე.წ. გამშვები პუნქტი სამი დღის განმავლობაში იქნება გახსნილი ცალმხრივად და ოკუპირებულ ახალგორში მყოფ 200-მდე ადამიანს აღნიშნული ტერიტორიის დატოვების საშუალება მიეცემა.