გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მავთულხლართით გაყოფილი სამგლოვიარო პროცესია - მიცვალებული აფხაზეთში სამეგრელოდან დაიტირეს

20-02-2019

ოტობაია-ორსანტიას ხიდთან, ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან, ჭირისუფალმა საგანგებოდ მიასვენა მიცვალებული,  რათა ხიდის მეორე მხარეს, ენგურს გამოღმა მდგარ ნათესავებს მისი დატირება შეძლებოდათ


ხიდის ორივე მხარეს, გალში გარდაცვლილ 53 წლის გოჩა ტუფურიას გლოვობდნენ. ნათესავებმა და ახლობლებმა, ვინც აფხაზეთში გადასვლა ვერ მოახერხა, სამძიმარი ოჯახს ამ ფორმით, შორიდან გამოუცხადა.


"ექვსი წელია, არ მინახავს. ბოლოს მამაჩემის გასვენებაზე ვნახე. მაშინ მოვახერხე და გადავედი. ამის მერე არც აქეთ გადმოსულა და ვერც მე მოვახერხე იქით გადასვლა. ეს ძალიან რთულია, ასეთ ვითარებაში, რომ გვიწევს ახლობლის დატირება. ჩვენი ბევრი ახლობელი ცხოვრობს იქით. ახლახან ბიცოლა გარდამეცვალა და ვერ დავიტირე. სად უნდა წავსულიყავი ან როგორ გადავიდოდი. ასეთი შემთხვევების დროს მაინც, ხომ უნდა შეგვეძლოს რომ გადავიდეთ," – ამბობს გარდაცვლილის ბიძაშვილი ელისო ფარულავა, რომელიც ადგილზე ხობიდან ჩავიდა.


აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ხურჩა-ნაბაკევისა და ოტობაია-ორსანტიას გამშვები პუნქტები 2017 წლის 5 მარტს დახურა. ეს გადაწყვეტილება სოხუმში 2016 წლის 28 დეკემბერს მიიღეს. 


რადიო "ათინათი" 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031