გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ცუცქირიძე: მამუკა ხაზარაძის დღევანდელი გადაწყვეტილება უკან დახევას ნიშნავს

21-02-2019

საბანკო-საფინასო ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებას აფასებს და აცხადებს, რომ ხაზარაძემ უკან დაიხია.


„შეიძლება ჩაითვალოს, რომ მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილება უკან დახევას ნიშნავს. ბოლო პერიოდში ჩვენ ვნახეთ, რომ პროცესი მიდიოდა ღია პოლიტიკურ მხარეს, რომელიც ბანკის საქმიანობაზე ცუდად აისახებოდა. სწორედ ეს არის ყველაზე მიუღებელი ფორმა, როცა დავა მიმდინარეობს სამართალდამცავ ორგანოებს და კომერციულ ბანკს შორის ამა თუ იმ ოპერაციაზე, საერთაშორისო პრაქტიკით რომ ვთქვათ, ყველა ეს დავა, რეზონანსული თუ ნაკლებრეზონანსული არ გასცდენია სამართლებრივ ჩარჩოებს. სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი საკითხი და მათ შორის ეს საკითხიც გადავიდა პოლიტიკურ მხარეს. ამიტომ მამუკა ხაზარაძის წასვლა ბანკიდან არის უკან დახევა, ბანკისთვის იმ რისკების თავიდან აცილებაცა, რაც შეიძლება მომხდარიყო. მთავარი არის პროცესი იყოს წმინდა სამართლებრივ ჩარჩოებში. პროცესის პოლიტიზირება და ის განცხადებები, რაც კეთდება ოპოზიციისა და გულშემატკივრების მხრიდან პოლიტიკურ დევნაზე და ა.შ. არის ყოვლად მიუღებელი და პროცესის დამზაინებელი. რაც ნაკლები ასეთი განცხადება გაკეთდება თავად მამუკა ხაზარაძის მხრიდანაც და თავის უფლებებს დაიცავს სამართლებრივად კარგი იქნება მისთვისაც, ბანკისთვისაც და ზოგადად ფინანსური სისტემისთვისაც, "- აცხადებს საბანკო-საფინასო სფეროს ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031