გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი კვირიკაშვილი: უაღრესად მნიშვნელოვანია ლიტვის მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა ნატო-ში ინტეგრაციის მიმართ

29-01-2018

 

საქართველოს პრემიერმა ლიტველ კოლეგასთან გამართული ერთობლივი ბრიფინგისას ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით ლიტვის მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება.

 

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ფასდაუდებელია ლიტვის წვლილი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში. 

 

ლიტვასთან ჩვენ ძალზედ ახლო და მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს ევროინტეგრაციის კონტექსტში. ფასდაუდებელია ლიტვის წვლილი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში. უაღრესად მნიშვნელოვანია ლიტვის მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა ნატო-ში ინტეგრაციის მიმართაც.

 

ლიტვის მიერ კიდევ ერთხელ იქნა აღიარებული საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.

 

შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ მდგომარეობაზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების საჭიროებას.

 

ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ბოლოდროინდელ ნაბიჯებზე. ასევე ვისაუბრეთ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ქართველი მოსახლეობის მიმართ გაძლიერებულ ეთნიკურ დისკრიმინაციაზე.

 

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე პროგრესის მიღწევის საჭიროებაზე.

 

აღინიშნა ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობა და მისიის მანდატის საქართველოს მთელს ტერიტორიაზე განხორციელების აუცილებლობა.

 

მსურს, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ საქართველოს მთავრობა განუხრელად ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას.

 

დასასრულს, მსურს, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი დღევანდელი ვიზიტის სიმბოლიზმს და აღვნიშნო, რომ ქართველებისა და ლიტველების არაერთი თაობა გააერთიანა თავისუფლებისათვის ბრძოლამ. ჩვენმა ქვეყნებმა ერთმანეთის სახით ერთგული მეგობარი იპოვეს და მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ ამ მეგობრობის კიდევ უფრო განმტკიცებას და გაძლიერებას.

 

ჩემის მხრიდან, მინდა დავამატო, რომ მოხარული ვარ, რომ შევიძინე ახალი მეგობარი, ვიპოვე ადამიანი, რომელიც არის თავისი ქვეყნის პატრიოტი და ძალიან დიდი მეგობარი საქართველოსი. მინდა ვუსურვო წარმატებები საქმიანობაში და კიდევ ერთხელ მივესალმო მის ვიზიტს საქართველოში”-განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031