გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა ბესელია: აქ გაიყო ჩვენი გზები, მე არასდროს არ ვცნობდი ამ ტიპის კოჰაბიტაციას

22-02-2019

მე არასდროს არ ვცნობდი ამ ტიპის კოჰაბიტაციას. აქ გაიყო ჩვენი გზები, - ამის შესახებ მმართველი გუნდის უკვე ყოფილმა წევრმა, ეკა ბესელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

„ჩემთვის მიუღებელია, როდესაც ის ადამიანი, ვისაც ჩვენ ვებრძოდით და იყვნენ მათ შორის პასუხისმგებელნი იმ ძალადობრივ სისტემაზე, დღეს ვხედავ ჩემი პოლიტიკური პარტიის შიგნით. მე ამოვწურე ყველა შიდა დიალოგისა და პრობლემის გადაწყვეტის მცდელობის რესურსი. მე არ გადამიდგამს ეს ნაბიჯი იქამდე, ვიდრე არ ვცადე ყველაფერი, რის ცდაც შემეძლო მე პირადად. არ ვარ ადამიანი, რომელიც ტოვებს იმას რასაც ქმნის, მაგრამ დღეს რასაც ვუყურებ, ის რაც შევქმენით, ის შორს არის იმ იდეალებისგან, რისთვისაც შევქმენით ეს პარტია", - განაცხადა ბესელიამ. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031