გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფო ქაცარავა: ღია საომარი მოქმედებები რომ არ მიმდინარეობს არ ნიშნავს, რომ მშვიდობაა

22-02-2019

"ღია საომარი მოქმედებები რომ არ მიმდინარეობს არ ნიშნავს, რომ მშვიდობაა. რუსეთს უნდა შევახსენოთ მისი ვალდებულება, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან”-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოფო ქაცარავამ განაცხადა.


ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში სოფიო ქაცარავამ მონაწილეობა მიიღო დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ გამართულ დებატებში.


როგორც ქაცარავამ აღნიშნა, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, ისევე როგორც ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმები არის ორი უმნიშვნელოვანესი ფორმატი, რომელიც წარმატებით ართმევს თავს მართომასშტაბიანი კონფლიქტის ესკალაციისა და ღია საომარი მოქმედებების პრევენციის ფუნქციას. თუმცა, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, მან ვერ მოიტანა კონკრეტული შედეგები კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხში.


სოფიო ქაცარავას განცხადებით, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა, და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულები უფრო მეტად არიან იზოლირებულნი, შეზღუდულნი და ზეწოლის ქვეშ.


„ჩვენ უნდა გვქონდეს ნათელი სურათი: ღია საომარი მოქმედებები რომ არ მიმდინარეობას, არ ნიშნავს რომ მშვიდობაა. რუსეთს უნდა შევახსენოთ მისი ვალდებულება, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან „- განაცხადა სოფიო ქაცარავამ.


მან ხაზი გაუსვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება რჩება მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძირითად ქვაკუთხედად.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930