გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხაზარაძემ აღიარა რომ ანაკლიის პროექტში ფული ვერ მოიზიდა

23-02-2019

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ პროექტის დაფინანსების მოსაზიდად მისი მხრიდან ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადების დარღვევას აღიარებს. „სამთავრობო საათის“ ფარლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებას პროექტის დაგვიანებასთან დაკავშირებით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ პასუხობს, რომ გადავადდა მხოლოდ პროექტის დაფინანსების მოსაზიდად განსაზღვრული ვადები.


კონსორციუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სასესხო რესურსის გამოყოფის თაობაზე პოზიციების შეჯერებამ და საკითხების კოორდინაციამ მოითხოვა მეტი დრო, ვიდრე ამას საინვესტიციო ხელშეკრულების თავდაპირველი რედაქცია ითვალისწინებდა“. „მოხდა მხოლოდ პროექტის ფინანსური დახურვისთვის განსაზღვრული ვადების გადავადება, თუმცა ეს გავლენას არ იქონიებს იმაზე, რომ პორტის პირველი ფაზის მშენებლობა თავდაპირველად განსაზღვრულ ვადებში დასრულდეს და 2020 წლის ბოლოსთვის მივიღოთ ოპერირებადი პორტი. ოთხი ფინანსური ინსტიტუტის მხრიდან ანაკლიის პორტის პროექტით დაინტერესებამ, 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სასესხო რესურსის გამოყოფის თაობაზე პოზიციების შეჯერებამ და საკითხების კოორდინაციამ მოითხოვა მეტი დრო, ვიდრე ამას საინვესტიციო ხელშეკრულების თავდაპირველი რედაქცია ითვალისწინებდა. პროექტის მასშტაბებიდან და კომპლექსურობიდან გამომდინარე, რამდენიმე თვე დასჭირდა ფინანსური ინსტიტუტების მიერ დამოუკიდებელი საერთაშორისო კონსულტანტების შერჩევასა და მათთან კონტრაქტების გაფორმებას. ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ დამოუკიდებელ კონსულტანტებთან ერთად პროექტის შესწავლის პროცესი. საჯარო-კერძო თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით”-ნათქვამია კონსორციუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ამასთან, განცხადებაში „კონსორციუმი მიესალმება მინისტრის განცხადებას რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ანაკლიის პორტის პროექტს საფრთხე არ ემუქრება და რომ მთავრობა საკუთარი ძალებით ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე თუ სტრატეგიულ პარტნიორთან ხაზს უსვამს პორტის მნიშვნელობას და ცდილობს კონსორციუმს დაეხმაროს სესხის მოპოვებაში”.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031