გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს-მ კახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

24-02-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს და თელავის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1955 წელს დაბადებული მ. ხ. და 1977 წელს დაბადებული მ. ო. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოავლინეს.


სამართალდამცველებმა, მ.ხ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ორლულიანი გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. აბრეზი და სხვადასხვა კალიბრის 11 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. მ.ო.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი პისტოლეტი და საბრძოლო ვაზნები.


გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031