გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში აღარ არის, „ნაცმოძრაობა“ სახელმწიფოსთვის ზარალის მიყენებას განაგრძობს

24-02-2019

პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყბვეტილებას, რომლის თანახმადაც სახელმწიფომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დაზარალებულებს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს, სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმიანება:


„სამართალმა პური მართალია გვიან, მაგრამ მაინც ჭამა.


სიტუაციის ტრაგიკომიზმი იმაშია, რომ „ნაცმოძრაობა“, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში აღარ არის, სახელმწიფოსთვის ზარალის მიყენებას განაგრძობს.
მათ მიერ დაზარალებულებს სახელმწიფომ გვარიანი თანხა, 21 000 ევრო უნდა გადაუხადოს.


თავად განსაზღვრეთ, რამდენ კეთილ საქმეს მოხმარდებოდა ეს ფული“-წერს ანჯაფარიძე.


შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 21 თებერვალს სტრასბურგის სასამართლომ ორ ახალ საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. საქმეში − „გაბლიშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ − ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წამების აკრძალვის (კონვენციის მე-3 მუხლი) არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევა დაადგინა, ხოლო საქმეში − „მანუკიანი საქართველოს წინააღმდეგ“ − ასევე, წამების აკრძალვის პროცედურული ნაწილისა და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლების (კონვენციის მე-13 მუხლის) დარღვევა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031