24-02-2019
„კავკასიის ისტორიის გეოპოლიტიკის და ეკონომიკური კვლევების ცენტრის” დირექტორი, ნიკოლოზ მეტრეველი ეხმაურება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, სახელმწიფომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დაზარალებულ მოქალაქეებს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს.
„მაშინ, როდესაც ბატონი გვარამია გვარწმუნებს, რომ ციხის კადრები დადგმული იყო, სტრასბურგი საწინააღმდეგოს გვეუბნება.
სტრასბურგის სასამართლომ 2012 წლამდე მომხდარ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ევროპული კონვენციის დარღვევა დაადგინა“-წერს მეტრეველი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 21 თებერვალს სტრასბურგის სასამართლომ ორ ახალ საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. საქმეში − „გაბლიშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ − ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წამების აკრძალვის (კონვენციის მე-3 მუხლი) არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევა დაადგინა, ხოლო საქმეში − „მანუკიანი საქართველოს წინააღმდეგ“ − ასევე, წამების აკრძალვის პროცედურული ნაწილისა და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლების (კონვენციის მე-13 მუხლის) დარღვევა.