გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლანჩხუთში, სოფელ ჩოჩხათში ახალი ბიბლიოთეკა და მულტიფუნქციური სივრცე გაიხსნა

25-02-2019

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩოჩხათში ახალი ბიბლიოთეკა და მულტიფუნქციური სივრცე გაიხსნა.


„წიგნის კლუბი“ ასე ქვია სივრცეს, სადაც პერიოდულად საჯარო ლექციები და შეხვედრები გაიმართება სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან. ბიბლიოთეკა აღჭურვილია უსადენო ინტერნეტითა და კომპიუტერებით. პროექტი კომპანია „კლიპარტის“ მხარდაჭერით ხორციელდება. „წიგნის კლუბის“ გახსნას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, პროექტის ინიციატორი, დიმიტრი ტიკარაძე, ჩოჩხათის საჯარო სკოლის დირექტორი ია ღლონტი და ამავე სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.


ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი, რომელმაც მადლობა გადაუხადა პროქტის მხარდაჭერისთვის თითოეულ მათგანს.


მოსწავლეებმა დასვეს სხვადასხვა კითხვა და გაიმართა დისკუსია მნიშვნელოვან საკითხებზე.


გიორგი კეკელიძემ ბიბლიოთეკას სხვადასხვა წიგნი და მათ შორის „გურული დღიურები“ უსახსოვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031