გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Fitch: რეგიონში არსებული შოკების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მაღალი ტემპით გაიზარდა

25-02-2019

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ნიშნულით, „BB-“-დან „BB“-მდე გააუმჯობესა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურად შეაფასა. სარეიტინგო კომპანია „Fitch“-ის მიერ რეიტინგის გაუმჯობესება წარმოადგენს მნიშვნელოვან პოზიტიურ ფაქტორს, კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას და პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნეს გარემოზე. აღსანიშნავია, რომ უფრო ადრე, ჯერ კიდევ 2017 წლის სექტემბერში Moody’s-მა გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე.


როგორც სარეიტინგო კომპანიის ანგარიშშია აღნიშნული, რეგიონში არსებული შოკების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა მაღალი ტემპით გაიზარდა, გაცვლითმა კურსმა შეინარჩუნა სტაბილურობა და ეროვნულმა ბანკმა შეძლო რეზერვების შევსება. ამასთან, მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს გარემო მმართველობის ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად წარმოადგენს რეიტინგის გაუმჯობესების მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს.


ამასთან, როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, Fitch-ის რეიტინგში წინსვლა კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ზოგადად ინვესტორების ნდობას, პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნესგარემოზე და რაც ყველაზე მთავარია, პირდაპირ გავლენას იქონიებს ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევის - სიღარიბის დაძლევაზე.


მისივე თქმით, ლარიზაციის სტრატეგია არის ის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ეკონომიკის მდგრადობას და მედეგობას გარე შოკების მიმართ.


„პირადად ჩემთვის ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, მივაღწიოთ წარმატებას ჩვენს მთავარ სტრატეგიაში და საქართველო ვაქციოთ რეგიონულ ეკონომიკურ ცენტრად“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, რეიტინგის გაუმჯობესება განპირობებულია 2018 წლის განმავლობაში სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შენარჩუნებით და საგარეო შოკებისადმი მდგრადობის ზრდით.


სარეიტინგო კომპანიის ანგარიშის მიხედვით, რეიტინგის გაუმჯობესების განმაპირობებელ ძირითად პოზიტიურ ფაქტორებს წარმოადგენს:

ქვეყნის საგარეო მოწყვლადობა ეტაპობრივად მცირდება და აღნიშნული ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.


2018 წლის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 4.8% შეადგინა, რაც განპირობებული იყო კერძო ინვესტიციებისა და საგარეო მოთხოვნის ზრდით.

ფისკალური პოლიტიკა თავსებადია მშპ-თან მიმართებით სახელმწიფო ვალის შემცირების პოლიტიკასთან.


სარეიტინგო კომპანია ხაზს უსვამს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სრულად დააფინანსებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს, ასევე მოსალოდნელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაჯანსაღება


2019-2020 წლებში თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების, ტრანსპორტის და ლოგისტიკის სექტორში მსხვილი ინვესტიციების შედეგად.

რეიტინგის გაუმჯობესებას ხელს უწყობს მიმზიდველი ბიზნეს გარემო და მმართველობის ხარისხი.


საქართველო იკავებს მე-6 ადილს მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით.


საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა ასევე პოზიტიურია, რასაც ხელს უწყობს საბანკო სექტორში ლიკვიდობის, აქტივების ხარისხის და მომგებიანობის მაღალი მაჩვენებლები.


რეიტინგის სენსიტიურობის ანალიზის მიხედვით,საგარეო მოწყვლადობის შემდგომი შემცირება, ფისკალური კონსოლიდაცია და ეკონომიკური ზრდის მაღალი დონე მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების პარალელურად პოზიტიურ გავლენას მოახდენს რეიტინგის შემდგომ შეფასებაზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930