გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რომან გოცირიძე Fitch-ის რეიტინგში საქართველოს მდგომარეობის გაუმჯობესებას დადებითად აფასებს

25-02-2019

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, რომან გოცირიძე Fitch-ის რეიტინგში საქართველოს მდგომარეობის გაუმჯობესებას დადებითად აფასებს.


მისი თქმით, 11 წელიწადზე მეტი მოანდომა ქვეყანამ ამ რეიტინში გარკვეულ წინსვლას.


„BB-რეიტინგი საქართველოს ჰქონდა ჯერ კიდევ 2007 წლის ივლისში. რეიტინგში უძრაობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უცხოური ვალუტის რეზერვების კლება იყო. 2017 წლის ზაფხულში, ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 3,1 მილიარდი დოლარი იყო. მომდევნო წლებში მან იკლო და მხოლოდ გასული წლის ბოლოს დაუბრუნდა ძველ ნიშნულს. თუ წინა ხელისუფლების წლებში რეზერვები გაორმაგებას დაახლოებით, ორწელწადნახევარი სჭირდებოდა, ამ ხელისუფლების პირობებში ფაქტობრივად, არ გაზრდილა. Fitch-ის განცხადებაში რეიტინგის გაუმჯობესების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად აღნიშნული იყო საბანკო სისტემის მდგრადობა და ანაკლიის პორტის მშენებლობა. მთავრობის ბოლო ქმედებებმა „თიბისი“ ბანკის და ანაკლიის მიმართ ეჭქვეშ დააყენა იმ დადებითი ფაქტორების როლი, რომელიც ამ სარეიტინგო სააგენტოს მიერაა ნახსენები. რაც შეეხება რეგიონთან ტრადიციულ შედარებას, აქაც თვალთმაქცობს მთავრობა. თურქეთის რეიტინგი არის BB+, ხოლო აზერბაიჯანის კიდევ უფრო უკეთესი, BBB“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930