25-02-2019
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 26 თებერვალს თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება შემდეგ რაიონებს:
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 13 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის (ნაწილობრივ), ზემო ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის დასახლების III მიკრორაიონის, ვირსალაძის და თელეთის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, საქნავთობის დასახლების, იუმაშევის, ჭირნახულის და არსენ მეკოკიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეველეს ქუჩის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის მაცხოვრებლებს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.