გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 17, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი: მოვითხოვეთ ბრძანებულების ასლი, რომლითაც მოქალაქეობა ჩამომართვეს თუმცა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მას ვერ მოგვცემენ

29-01-2018

„ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საერთაშორისო სამართლის თანახმად, უკრაინის ხელისუფლებას არავისთვის შეუძლია მოქალაქეობის ჩამორთმევა თუ მას სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც არ აქვს.

 

ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა კიევის უზენაეს სასამართლოში ისაუბრა, სადაც მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით, მისივე სარჩელს განიხილავენ.

 

მისივე განმარტებით, სასამართლო  ამ პროცესს აჭიანურებს.

 

„როგოც ხედავთ ხალხს არ უშვებენ პროცესზე, ნახეთ რა რაოდენობის პოლიცია ჰყავთ მოყვანილი. ეს არის სასამართლო, რომლითაც ყველაფერი დაიწო- ჩამომართვეს მოქალაქეობა. პოროშენკო მემუქრებოდა, რომ ჩამომართმევდა მოქალაქეობას თუ არ გავჩუმდებოდი და მე არ გავჩუმდი. საერთაშორისო სამართლის თანახმად, არავისთვის შეუძლიათ მოქალაქეობის ჩამორთმევა თუ მას სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც არ აქვს. სრული უფლება მაქვს დავიბრუნო მოქალაქეობა. როგორც კი დავბრუნდი შტატებიდან, მაშინვე შევიტანეთ სარჩელი სასამართლოში, სასამართლო კი დღემდე აჭიანურებს ამ პროცესს. უფრო მეტიც, მოითხოვეს ბრძანებულების ასლი, თუმცა, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მას ვერ მოგვცემენ. ბრძანებულება, რომლითაც მოქალაქეობა ჩამომართვეს, გასაიდუმლოებულია იმ მიზეზით, რომ იქ სხვა გვარებიცაა. საქმე, რომელზეც მსოფლიო მედია წერდა, ადმინისტრაციულმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მნიშვნელოვანი არ არის და შეიძლება ძალიან მალე დაასრულონ. ამ ხნის განმავლობაში გავიგე, რამდენად არასამართლიანია უკრაინის სასამართლო, ის ფაქტობრივად არ არსებობს“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031