გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს-მ ასპინძაში მომხდარ ძარცვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

26-02-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ასპინძაში მოქალაქის გაძარცვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს და 1996 წელს დაბადებული ფ.ა. დააკავეს.


დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ფ.ა. ასპინძაში ერთ-ერთ მოქალაქეს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ახლოს, ქუჩაში თავს დაესხა. თავდამსხმელმა მოქალაქეს ძალადობის გამოყენებით კუთვნილი მობილური ტელეფონი და ფული გასტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ფ.ა. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, ასპინძაში დააკავა.


ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ნაძარცვი ტელეფონია მოღებული.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, ძალადობით ჩადენილ ძარცვის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031