გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამხედროები, რომელთა წინაშეც სახელმწიფოს კონტრაქტის საფუძველზე ვალდებულება აქვს, 2020 წლისთვის ბინებით დაკმაყოფილდებიან

26-02-2019

წლის ბოლომდე დაახლოებით 180 სამხედრო გორში საცხოვრებელ ბინას მიიღებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საცხოვრებელი ბინების რემონტი უკვე მიმდინარეობს.


მთავრობის მეთაურის განცხადებით, 2020 წლისთვის ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომლის წინაშეც სახელმწიფოს კონტრაქტისსაფუძველზე აქვს ვალდებულება, დაკმაყოფილდება ბინით როგორც გორში, ისე თბილისში.


„თბილისში ვიწყებთ ორი ახალი კორპუსის მშენებლობას და მომავალ წელს 480-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს გადავცემთ ბინებს. 2013 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართით 1724 სამხედრო მოსამსახურე დავაკმაყოფილეთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031