გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მდინარაძე პარლამენტში "თიბისის" საქმის განხილვაზე: არ არსებობს პრაქტიკა, როცა რეგულატორი და ფინანსური ინსტიტუტი ღია ფორმატში განიხილავდნენ საქმეებს

26-02-2019

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც საპარლამენტოდარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნით ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უსმენენ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განცხადება გააკეთა.


„ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, რომელიც წარსდგა პარლამენტის წინაშე, ორი რამ თქვა. პირველი ის, რომ რეგულაციებთან დაკავშირებით მინიმუმ ერთი კვარტალი მაინც უნდა იყოს გასული, რომ შესაბამისი დასკვნები გავაკეთოთ, რათა ამაზე მსჯელობა იყოს რეალური და არა მხოლოდ მსჯელობა მსჯელობისთვის და მეორე, - იმ საქმესთან მიმართებით, რასთან დაკავშირებითაც ჩვენმა კოლეგებმა მოიწვიეს ბატონი კობა პარლამენტში - არ არსებობს პრაქტიკა მსოფლიოში, როდესაც რეგულატორი და შესაბამისი ფინანსური ინსტიტუტი ან კერძო პირები ან მისი წარმომადგენლები და ასე შემდეგ, ერთად ღია ფორმატში განიხილავენ მსგავს საქმეებს, მათ შორის საკომიტეტო მოსმენების დროს.

თუ არსებობს ასეთი, - თუ შეიძლება დაგვისახელონ, მაგრამ როგორც მე ვიცი - არ არსებობს. იმიტომ, რომ ეს დამანგრეველია ფინანსური სექტორისათვის, იმიტომ რომ ეს დამაზიანებელია ეროვნული ბანკისთვის, არ ჯდება კონფიდენციალობის პრინციპში, ასევე არ ჯდება იმ პრინციპებში, რომლითაც ზოგადად ხელმძღვანელობს ფინანსური სექტორის რეგულატორი. აქედან გამომდინარე, ძალიან მარტივია იმის გაგება და აღქმა, რომ ასეთი ფორმატი არის დამაზიანებელი და უნდა ვიფიქროთ სხვა ფორმატზე. ამიტომ პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ არგუმენტებს, ამაზე ვიმსჯელოთ და ამაზე მივიღოთ გადაწყვეტილება. არ დავაზიანოთ მთავარი და არ ვიფიქროთ მხოლოდ პოლიტიკურ ქულებზე და პოლიტიკურ ინტერესზე. ჩვენ უნდა მივიღოთ ახლა გადაწყვეტილება - ეს არგუმენტები გასაზიარებელია თუ არა. თუ არის გასაზიარებელი და ამას არ ვიზიარებთ და მაინც ვაგრძელებთ პოლიტიკურ დებატებს ეს უკვე დამაზიანებელია და არგუმენტების გაზიარებას მერე უკვე აზრი აღარ აქვს. თუ არ არის გასაზიარებელი, ამ შემთხვევაში უნდა ვთქვათ, რომ არ არის გასაზიარებელი“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930