26-02-2019
არანაირი პოლიტიკური აჟიოტაჟისთვის, არ გვჭირდება არანაირი ტრიბუნა, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა ჩაიშალა.
„როგორც უკვე იცით, დღეს, მე და ჩემი პარტნიორი ვიყავით სხდომაზე მოწვეული. ეს მოწვევა ჩვენ მივიღეთ როგორც უმცირესობის, ისე - უმრავლესობის მხრიდანაც. გარწმუნებთ, ეს რომ არ ყოფილიყოო ერთობლივი მოწვევა, მოვერიდებოთით აქ მოსვლას, რადგან ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, ჩვენ ვართ ბიზნესმენები“ - აღნიშნა ხაზარაძემ.