26-02-2019
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 27 თებერვალს თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება შემდეგ რაიონებს:
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ცუცხვათის, ლეხ კაჩინსკის, აწყურის, კაჭარავას, თელავის, ძევერის, ეთერ კაკულიას, ძეგლევის, დესპინე გელოვანის, შორაპნის, უჯარმის, შირაქის, ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის, დოლაბაურის, ზინდისის, ავლიპ ზურაბიშვილის, კოშკოვანის, პატარძეულის, გარეკახეთის, დოესის და კახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, სამგორი-II დასახლების, ალექსეევკის დასახლების, აეროპორტის დასახლების, ხვედელიანის, ქებურიას, ენუქიძის და ჭიჭინაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიცკევიჩის, საირმის, ცაგარელის, კუტუზოვის, შმიდტის და ბურძგლას ქუჩების მაცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოედნის, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის, ოჟიოს, გიორგი მიროტაძის და კოსტავას (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.