27-02-2019
საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს. სალომე ზურაბიშვილი ბაქოში შეხვედრებს უმაღლესი თანამდებობის პირებთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართავს.
აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ქართველ სტუდენტებთნ, წარმატებული ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან და დიასპორასთან.
საქართველოს პრეზიდენტი ასევე ეწვევა აზერბაიჯანის სხვადასხვა მუნიციპალიტეტს: კახს ზაქათალას და ბელაქანს, სადაც ეთნიკური ქართველი აზერბაიჯანის მოქალაქეები ცხოვრობენ.
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აზერბაიჯანში 28 თებერვალს დასრულდება.