გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე ავსტრიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

27-02-2019

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ავსტრიის რესპუბლიკაში იმყოფება, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.


პარლამენტის თავმჯდომარემ თანამემამულეებს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები გააცნო და არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა მიმოიხილა. ირაკლი კობახიძემ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესზე, ასევე, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.


ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ავსტრიის რესპუბლიკაში ვიზიტი დაასრულა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031