27-02-2019
დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზვიად კვაჭანტირაძის მიერ, უმრავლესობის სავარაუდო დატოვების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ, ის ზვიად კვაჭანრირაძეს გუშინ ესაუბრა, თუმცა არ სურს, - მას განცხადების გაკეთება დაასწროს.
„ის ჩემი მეგობარია. ის არის ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსი, დიპლომატი. ზვიად კვაჭანტირაძე 2011 წლიდან იყო ჩვენთან, ახალი პოლიტიკური მოძრაობის წევრებთან ერთად. მას გუშინ ვესაუბრე. აქვს შესაბამისი განწყობა, თუმცა, თავად უნდა გამოაცხადოს საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ. ბევრი ფიქრობს მმართველი გუნდის დატოვებაზე“ - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
ბესელიამ ახალი ფრაქციის შექმნაზეც ისაუბრა. ის დარწმუნებულია, რომ ფრაქციის ჩამოსაყალიბებლად ხმები აუცილებლად ეყოფა.