29-01-2018
რუსეთში პირველად ცნეს მამაკაცებს შორის ქორწინება, ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს ტელეკომპანია «Дождь» -ი, რომლის შესახებაც პირდაპირ ეთერში ისაუბრეს ახლად დაქორწინებულებმა ევგენი ვოიცეხოვსკიმ და პაველ სტოცკომ.
ერთსქესიანი ქორწინება მამაკაცებმა გააფორმეს 2018 წლის 4 იანვარს კოპენჰაგენში, სადაც ასეთი ქორწინება ლეგალიზებულია, ხოლო ამის შემდეგ მოსკოვში შესაბამისმა სახელმწიფო უწყებამ მათ პასპორტებში ოჯახური მდგომარეობის გვერდზე ქორწინების ოფიციალურად დამადასტურებელი ბეჭდები ჩაურტყა, რაც რუსეთში პირველი ერთსქესიანი ოჯახის ლეგალურად აღიარების ფაქტია.