გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლებში განსახორციელებელი პროექტების მოცულობა გაორმაგდა

27-02-2019

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დამატებით გამოყოფილი თანხით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევასთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან საერთო კრებების/კონსულტაციების მეორე ეტაპი დაიწყო.


დღეს შეხვედრები სენაკის მუნიციპალიტეტის თეკლათის, ჭალადიდის, ახალსოფლის, ნოსირის, გეჯეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.


საერთო კრებებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე, გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე, კახაბერ კუპრეიშვილი, საკრებულოსა და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


ადმინისტრაციულ ერთეულებში, მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად, დამატებით შეირჩა პრიორიტეტები და გაორმაგდა განსახორციელებელი პროექტების მოცულობა, რაც ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის განსაკუთრებით სასიხარულო ფაქტია.


სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული საერთო კრებები, 1 მარტის ჩათვლით, მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031