27-02-2019
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე დეპუტატ ზვიად კვაჭანტირაძის იმ განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც კვაჭანტირაძე საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას აპირებს.
„ბატონი ზვიად კვაჭანტირაძე ამჟამად ბაქოში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით, ის დელეგაციაშია უმრავლესობის სახელით და ჯერ-ჯერობით კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარეა. ალბათ ამ დროს მისი მხრიდან განცხადების დაწერაზე ის მეტ განმარტებებს გააკეთებს და უმრავლესობასთან ექნება საუბარი თავის გადაწყვეტილებაზე“-აცხადებს თალაკვაძე.