28-02-2019
თბილისში, ნაძალადევის რაიონში, სავარაუდოდ, CO-ს გაჟონვის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა. „ყაზტრანსგაზ - თბილისის“ ინფორმაციით, მათთან შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, კნოლევის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ადამიანი იყო გარდაცვლილი.
გარდაცვლილია 21 წლის ბიჭი და 20 წლის გოგო. არსებული ინფორმაციით, მათ ბინა ნაქირავები ჰქონდათ.
გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.