გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გრიგოლი კარასინი: ზურაბიშვილი, ბახტაძე და ზალკალიანი რუსეთის მიმართ მკვეთრ განცხადებებს აკეთებენ

28-02-2019

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ქართველი პოლიტიკოსები „რუსეთის მიმართ მკვეთრი განცხადებებით გამოდიან“.


ამის შესახებ კარასინმა რუსული გამოცემის, «КоммерсантЪ»-ის კორესპონდენტთან საუბრისას განაცხადა.


„ქართველი პოლიტიკოსები ბევრ მკვეთრ განცხადებას აკეთებენ - სალომე ზურაბიშვილი, მამუკა ბახტაძე, დავით ზალკალიანი... ისინი ლაპარაკობენ ნატოსაკენ დაჩქარებულ ინტეგრაციაზე, ე.წ. რუსულ მუქარაზე დემოკრატიული ევროპის მიმართ და ასე შემდეგ. ბუნებრივია, ასეთი განცხადებები ჩვენთვის საჩოთიროა და ხელს არ უწყობს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის განმტკიცებას“-განაცხადა კარასინმა.


p.s. მასალის ვრცელი, ქართულენოვანი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: www.newspress.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031