გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საკომიტეტო მოსმენაზე საქართველოს მხარდაჭერა გამოხატეს

28-02-2019

“პუტინის მმართველობისას რუსეთი შეიჭრა საქართველოსა და უკრაინაში და შეტევა განახორციელა სხვადასხვა ქვეყნის დემოკრატიულ სისტემებზე, მათ შორის, ჩაერია ჩვენს არჩევნებში. შესაბამისად, სრულად ვუჭერ მხარს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. რუსეთის აგრესიის მნიშვნელოვანი შემაკავებელი - ძლიერი ნატოა. აშშ-ის პრეზიდენტის წყალობით ჩვენი მოკავშირეები იწყებენ თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდას. ეს ცუდი ამბავია ვლადიმერ პუტინისთვის და დიდი პოლიტიკური მიღწევაა დასავლეთისათვის“ - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა მაიკლ მაქკოლმა 27 თებერვალს გამართული საკომიტეტო მოსმენისას.


კომიტეტმა მოისმინა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაითის მოხსენება, რომელმაც ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის შუალედური შეფასება წარმოადგინა და ისაუბრა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში ახალი ტექნოლოგიების როლზე.


საფრთხეებზე საუბრისას, ოლბრაითმა ხაზი გაუსვა რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიულ სახელმწიფოებს. მან ხაზი გაუსვა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაძლიერების მნიშვნელობას.


ოლბრაითმა ყურადღება გაამახვილა კონგრესის უმნიშვნელოვანეს როლზე განვითარებისა და დემოკრატიის სფეროში პროგრამების შეუფერხებლად მიმდინარეობის უზრუნველყოფის სფეროში და აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობითი ფუნქციის განსახორციელებლად კონგრესს კიდევ უფრო მეტი აქტიურობისაკენ მოუწოდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930