გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლანჩხუთში 2017-2018 სასწავლო წელს სკოლადამთავრებულ წარჩინებულ მოსწავლეებს მედლები გადასცეს

28-02-2019

2017-2018 სასწავლო წელს სკოლადამთავრებულ წარჩინებულ მოსწავლეებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ. ღონისძიებას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჩიტაძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი, ია ჩხაიძე ესწრებოდნენ.


შეხვედრაზე მოწვეული იყო მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტი ლადო აფხაზავა.


ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელებმა პირებმა მას კიდევ ერთხელ მიულოცეს წარმატება.


„ლადოს გამარჯვება არამარტო ჩიბათის საჯარო სკოლის, თითოეული ლანჩხუთელის წარმატებაა. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ეს დიდი წარმატება და გამარჯვება ვუსურვო მას იმ დიდ საქმეში, რასაც მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის ხელშეწყობა ჰქვია" - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა.


წარჩინებულ მოსწავლეებს ოქროსა და ვერცხლის მედლები ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად გლობალური ჯილდოს ფინალისტმა გადასცა. ოქროს მედლები გადაეცათ: 1. ნინო ორმოცაძე - #1 საჯარო სკოლა; 2. სოფიო ბლაგიძე - #1 საჯარო სკოლა; 3. გიორგი ლომაძე - #3 საჯარო სკოლა; 4. ეთერ ქურიძე - #3 საჯარო სკოლა; 5. მარიამ გურგენაძე - #3 საჯარო სკოლა; 6. ქეთი ჩიკაშუა - #3 საჯარო სკოლა; ხოლო ვერცხლის მედლები: 1. ქრისტინე ქურიძე - აკეთის საჯარო სკოლა; 2. თინათინ თოდუა - ნიგოითის საჯარო სკოლა; 3. თამარ გოგოლიშვილი - წყალწმინდის საჯარო სკოლა; 4. თორნიკე ქორიძე - #1 საჯარო სკოლა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031