დაცული ტერიტორიების სააგენტოს 17 თებერვლის მონაცემების მიხედვით, 2019 წლის 1 იანვრიდან 17 თებერვლამდე საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 24 609 ვიზიტორი სტუმრობდა. აქედან ყველაზე მეტი, 9515 ადამიანი თბილისის ეროვნულ პარკს ესტუმრა. მეორე ადგილს ყაზბეგის ეროვნული პარკი იკავებს - 4290 ვიზიტორით, პრომეთეს მღვიმეს კი 3009 ადამიანი ესტუმრა.
ყველაზე ცოტა, 51 ვიზიტორმა კავახეთის დაცული ტერიტორიები მოინახულა.